X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყევტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

6 აპრილი 2021

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს  წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყევტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 27 მილიონი ლარით აფინანსებს.

სოფლებში სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ინფრასტუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია გაეცნენ. 

,,სიღნაღის მუნიციაპლიტეტში საკმაოდ მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, დაახლოებით 315 კილომეტრი ქსელი უნდა მოეწყოს და რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 14 რეზერვუარს. გარდა ამისა,  აშენდება ახალი რეზერვუარები, ასევე გაკეთდება 18 ჭაბურღილი. სოფლები - ანაგა ,ვაქირი,  საქობო, ბოდბის ხევი, ტიბაანი,  ჯუგაანი, ქვემო  ბოდბე, ქვემო მაღარო, ამ პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებს 24 საათიან, მაღალი სტანდარტით დამუშავებულ წყალს“,-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა. 

პროექტი ითვალისწინებს სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელისა და ჭაბურღილების მოწყობას. ასევე, აშენდება ახალი რეზერვუარები, წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატორო. 

სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლების - ანაგას ,ვაქირის,  საქობოს, ბოდბისხევის, ტიბაანის,  ჯუგაანის, ქვემო   ბოდბეს და ქვემო მაღაროს მოსახლეობა, რომლიც რამდენიმე ათეული წელი გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.